მამუკა ხაზარაძე - თელავი უნდა გახდეს ღვინის ერთ-ერთი დედაქალაქი

თელავი უნდა გახდეს ღვინის ერთ-ერთი დედაქალაქი , - ამის შესახებ "ძმიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ ისაუბრა აღნიშნულ გეგმაზე და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის გაზრდა.

"ქართული ღვინო გავიდეს მსოფლიო ბაზარზე - ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად შეიცვალოს მიდგომა დაფინანსების, სუბსიდირების. გვჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია, მეორე, ხარისხის აწევა. ნომერ პირველი ამოცანაა, რომ სუბსიდირების თანხა ერთ კილო ყურძენზე გაიზარდოს და ხარისხის მიხედვით, ავიდეს 2 ლარამდე ერთ კილოგრამ ყურძენზე. მივაღწევთ ხარისხის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ღვინო იწყება ხარისხიდან, მივაღწევთ იმ სტანდარტს, რომელიც სჭირდება ძალიან დიდ ბაზარს, ეს არის ევროპული ბაზარი, სადაც ყველაზე ძვირად შეგვიძლია გავყიდოთ ქართული ღვინო და რაც ყველაზე მთავარია, საკმაოდ სერიოზული ინვესტირება უნდა მოხდეს ქართული ღვინის ბაზრების ათვისებაში. თელავი უნდა გახდეს ღვინის ერთა-ერთი დედაქალაქი. ჩვენ გვაქვს ეს გეგმაში და პროგრამაში, თელავში უნდა იყოს პირდაპირი ფრენები, საერთაშორისო აეროპორტის დონეზე უნდა გადაკეთდეს თელავის ინფრასტრუქტურა და ჩვენ კონკურენციას უნდა ვუწევდეთ ბორდოს მხარეს, ნაპაველის, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო. ჩაკეტილი ციკლია შექმნილი, სადაც გლეხი, რომელიც ლარად აბარებს ყურძენს არის ზარალში, ის ფულს ვერ გამოიმუშავებს. და სანამ ფულს ღვინოში, მევენახეობაში, საიდანაც იწყება ეს ყველაფერი, არ იქნება დამატებითი ღირებულების შექმნა შესაძლებელი, ეს დარგი ფეხზე ვერ დადგება", - აცხადებს ხაზარაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება