რუსტემ უმეროვი - უკრაინამ სარაკეტო პროგრამა შეიმუშავა, პარტნიორებმა მის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს

თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკმარისად ძლიერი სარაკეტო პროგრამა უკრაინისთვის და პარტნიორებმა უკვე მისცეს სიტყვიერი თანხმობა მის დაფინანსებაზე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა, სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, წერილობით დადასტურებებსაც უახლოეს მომავალში ელის.

„ჩვენ უკვე გავაცანით ეს პროგრამა პარტნიორებს და ველოდებით ამ შესაძლებლობიდან (რა რაკეტების და დრონების ან რაკეტა-დრონების აწყობა შეგვიძლია) რამდენს დაუჭერენ ისინი მხარს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება რაკეტების წარმოების მასშტაბებს, მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სარაკეტო პროგრამა მოცულობით ახლოს იყოს დრონების პროგრამასთან.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სარაკეტო პროგრამა აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს