ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ 105 რაკეტიდან უმეტესი მოიგერიეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი სახლებს მოხვდა.

მათი განმარტებით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ გასულ კვირას ისრაელის მხრიდან პეიჯერებისა და რაციების აფეთქებებით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე სამიზნეებისკენ ათობით რაკეტა გაისროლეს.

ამასთან, ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ პარასკევს ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა.

გარდა ამისა, შაბათს ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ტერიტორიას ათობით მოიერიშე თვითმფრინავით შეუტია. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, საჰაერო იერიშის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გამოავლინეს, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა.

იმ ფონზე, როცა იზრდება კონფლიქტის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის შიში, ბეირუთში აშშ-ის საელჩომ ლიბანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.

მსგავსი რჩევა მისცა საკუთარ მოქალაქეებს იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ლიბანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება