საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციისა და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის (GGRC) ორგანიზებით 2024 წლის 21-22 სექტემბერს ქ. თბილისში, რიგით მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო სამედიცინო კონფერენცია და "ვორკშოპი" „უნაყოფობა 35+“ ჩატარდება

საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაციისა და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის (GGRC) ორგანიზებით 2024 წლის 21-22 სექტემბერს ქ. თბილისში, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ტარდება რიგით მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო სამედიცინო კონფერენცია და "ვორკშოპი" „უნაყოფობა 35+ “.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა, ენდოკრინოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციები.

კონფერენციის მიზანია უშვილობასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების გაზიარება და ახალი მიღწევებისა თუ ტექნოლოგიების გაცნობა. განსახილველი თემები კი: ონკოლოგიური პაციენტების ბიოლოგიური მასალის შენახვის მნიშვნელობა და მეთოდები; რთული პაციენტების მკურნალობის გზები და მიღწეული შედეგები. გენეტიკური დაავადებების მტარებლობის გამოვლენის მნიშვნელობა ემბრიონებში; ახალშობილთა გენეტიკური მტარებლობის სკრინინგი და ენდომეტრიოზი.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან მსოფლიოს წამყვანი ექიმები და სფეროს ექსპერტები აშშ-დან, კანადიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ეგვიპტიდან, ავსტრიიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

წლევანდელი კონფერენციის საპატიო სტუმრებს შორის არიან: ფერტილობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ირლანდიიდან -პროფ. ედგარ მოკანუ,

ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, იტალიიდან პროფესორი ანდრეა ჯენაზანი;

ებრაული უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე (ემერიტუსი)- პროფესორი ჯოზეფ გ. შენკერი

მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო ფედერაციის (FIGO)-ს ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ჯამალ ი. სერაუერი

ყაზახეთის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი,- პროფესორი ვიაჩესლავ ლოკშინი და სხვები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ფერტილობის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციისა (IFFS) და საქართველოს, ყაზახეთის, სომხეთისა და იტალიის ასოციაციების პრეზიდენტთა სამუშაო შეხვედრაც.

კონფერენციაზე წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეებისთვის სერტიფიკატები გაიცემა და მათ უწყვეტი პროფესიული განათლების (უპგ) 8 კრედიტ-ქულა მიენიჭებათ.

მომხსენებელთა სამეცნიერო სტატიები და აბსტრაქტები კი დაიბეჭდება ჟურნალში „Medical Times“. აღნიშნული სამედიცინო რეცენზირებული ჟურნალი რეპროდუქციული მედიცინის შესახებ ემსახურება უახლესი კვლევების გამოქვეყნებას.

წელს პირველად, კონფერენციის ფარგლებში ჟურნალის ელ. ვერსიის პრეზენტაციაც შედგება. უნდა ითქვას ისიც, რომ ჟურნალის ონლაინ განთავსებისთვის, კონკრეტული ვებსაიტი OJS სისტემაზე დაფუძნებულია და მას ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI) გამოარჩევს.

ქართველი ექიმებისა და მაძიებლებისთვის ელ.ჟურნალში სტატიის განთავსება უსასყიდლოდ მოხდება. უფასოდ მიმდინარეობს ქართველი ექიმების კონფერენციაზე რეგისტრაციის პროცესიც. ასევე, კონფერენციის თითოეულ მონაწილეს საჩუქრად გადაეცემათ ჟურნალის „Medical Times’’ მე-3 გამოცემა და ახალი სახელმძღვანელო “ საშვილოსნოს ყელის ციტოპათოლოგია”.

კონფერენციის ორგანიზატორია - ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი,

GGRC-ის კლინიკური დირექტორი, ნინო მუსერიძე.

პიარ მენეჯერი ნატო ნიჟარაძე - 599 550 466.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო