დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან მეორე დებატებზე - სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია

კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა.

„დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის მოდერატორები, წესები და რეიტინგები“, - განაცხადა ჰარისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ჯენ ო'მალი დილონმა.

”სიამოვნებით დავთანხმდები მეორე საპრეზიდენტო დებატებს 23 ოქტომბერს. დიდი იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი შემომიერთდება“, - დაწერა ჰარისმა მოგვიანებით X-ზე.

„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰარისს განმეორებითი მატჩი სურს, რადგან ის აგებს.

„მან მონაწილეობა მიიღო ერთ დებატებში, მე - ორში. ძალიან გვიანია კიდევ ერთი, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია“, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება