„ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ძირკვაძეების, ოქრუაშვილების, უჩხოს, მერჩხეთის, ჭახაურის, სტეფანაშვილების, ლაბაიძეებისა და წინწკალაშვილების მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის როლზე საარჩევნო პროცესში. ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია მიაწოდეს სამომავლო გეგმებთან, დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება