ნატო-ს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში სერჟანტთა კონფერენცია გაიმართა

საქართველომ, ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მე-3 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ქალაქ ბათუმში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გახსნა. მან შეხვედრის მონაწილე - ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის წარმატებით ჩატარება უსურვა.

„ღონისძიებაზე ახალი თაობის სამხედრო მოსამსახურეების სწავლებისა და წვრთნის მნიშვნელობაზე, ასევე, ქართველი სამხედრო ტექნიკოს-სპეციალისტთა იერარქიული სისტემების განვითარებაზე იმსჯელეს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ნატოს სტანდარტების შესაბამისად განვითარებას ისახავს მიზნად.

კონფერენცია ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბურჯუ სანიმ დახურა და საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება