დავით გაბაიძე - აჭარის უმაღლესი საბჭო, ბოლო წლების განმავლობაში, ახორციელებს სწორ საკანონმდებლო პოლიტიკას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, სწორ საკანონმდებლო პოლიტიკას ახორციელებს, რაც არსებული გამოწვევების დაძლევას და დასახული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, რეგიონში არსებული საკანონმდებლო, ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკა, სრულად მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეობს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია - ადგილობრივი მნიშვნელობის კანონების მიღება და მთავრობის ფორმირება და კონტროლი. საკანონმდებლო საქმიანობა ხორციელდება ავტონომიისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. ეს არის ადგილობრივ კონსტიტუციაზე მუშაობა, ადგილობრივი კანონმდებლობის შექმნა, ადგილობრივი ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, ასევე მიწის, წყლის, ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, მთავრობის ფორმირებასა და მის კონტროლთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

ბოლო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი გვაქვს, რამაც მოგვცა ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური, განათლების, სხვა პროგრამებისა თუ პროექტების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა. თუკი ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება, რისი რეალური პროგნოზიც გვაქვს, უახლოეს მომავალში, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი მიაღწევს მილიარდიან ნიშნულს, და ბუნებრივია, კიდევ უფრო გაიზრდება მასში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების დაფინანსება.

აჭარის უმაღლესი საბჭო, ბოლო წლების განმავლობაში, ახორციელებს სწორ პოლიტიკას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება", - აღნიშნა დავით გაბაიძემ, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება