საბა ბუაძე - ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია 77-სართულიანი 6 ცათამბჯენის აშენება და ტყის განადგურება - ეს არის ურბანული გენოციდის გაგრძელება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი 6 ცათამბჯენი აშენებას იგეგმება, რაც დაუშვებელია.

როგორც ბუაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არა მხოლოდ ეკოლოგიურად იქნება კატასტროფის ტოლფასი, არამედ სატრანსპორტო თვალსაზრისითაც ტერიტორიის პარალიზებას მოახდენს.

„ივანიშვილი, კალაძე და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფი „ ვისოლი“, ფხაკაძეები და სხვები გეგმავენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცე გაანადგურონ, ეს არის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც განადგურების რისკის წინაშე დგას. ეს არის ურბანული გენოციდის გაგრძელება, რომელიც თბილისში დიდი ხანია მიმდინარეობს და რომლის შემდეგაც აქ დაგეგმილია ქალაქში ერთ-ერთი უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცის განადგურება. აქ დაგეგმილია 77-სართულიანი 6 ცათამბჯენი აშენება და იმ ტყის განადგურება, რომელიც მოსახლეობისთვის, მთელი ქალაქისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე თავშესაფარია. ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ამ ტერიტორიის გადასარჩენად ვიბრძვით. საკრებულოს ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. 27 სექტემბერს, 13:00 საათზე, დაგეგმილი არის ამ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში“,- განაცხადა ბუაძემ.

მისივე თქმით, ტერიტორიის გადასარჩენად უკომპრომისო ბრძოლა გაგრძელდება.

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს, არჩევნებისთვის მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტყე განადგურდეს, გაიჩეხოს და აქ აშენდეს 6 ცათამბჯენი. ეს არა მხოლოდ ეკოლოგიურად იქნება კატასტროფის ტოლფასი, არამედ სატრანსპორტო თვალსაზრისითაც ამ უმნიშვნელოვანესი ტერიტორიის პარალიზებას მოახდენს“, - განაცხადა ბუაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება