საბა ბუაძე - „ქართული ოცნების“ მიზანი არის, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოაშოროს, მოუკლას ევროპული პერსპექტივა და დატოვოს მარტო რუსეთთან პირისპირ

„ქართული ოცნების“ მიზანი არის, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოაშოროს, მოუკლას ევროპული პერსპექტივა და დატოვოს მარტო რუსეთთან პირისპირ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართულმა საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას იმ ხელისუფლებას, რომელიც „საქართველოში პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურება“.

„ზუსტად ამის გამოძახილია ის ნაბიჯები, რომელსაც ეს მოღალატეობრივი ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დგამს. ზუსტად ამას უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენ 26 ოქტომბერს, როდესაც მართლაც სარეფენდუმო მნიშვნელობის არჩევნებზე უარი უნდა ვუთხრათ იმ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოში პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურება. სწორედ პუტინის რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველო დარჩეს ევროკავშირის მიღმა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის დახმარება და ყველანაირად მოუკლას ქვეყანას ევროპული პერსპექტივა“,-განაცხადა ბუაძემ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკის გამო, ახლა უკვე დღის წესრიგში დადგა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, რაც ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა.

„ამ ხელისუფლების არაკონსტიტუციური და ძირგამომთხრელი საქმიანობა არის ის მთავარი მიზეზი, რომელიც იწვევს ჩვენს ჩამოშორებას ევროპული ოჯახიდან, რომლისკენაც ქართველი ხალხი დიდი ხანია ისწრაფვის“,-განაცხადა ბუაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება