ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, გაიგებს მას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰეზბოლა“ ისრაელისგან შეტყობინებას მიიღებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მივაყენეთ, რასაც ვერ წარმოიდგენდა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ჩრდილოეთ ნაწილის დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში.

„თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას. მოწოდებული ვართ, რომ ჩვენი [ჩრდილოელი დევნილი] მაცხოვრებლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. ვერცერთი ქვეყანა ვერ მოითმენს სარაკეტო ცეცხლს მისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სარაკეტო ცეცხლს მისი ქალაქების წინააღმდეგ. ამას ვერც ისრაელის სახელმწიფო მოითმენს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხოების აღსადგენად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება