იოავ გალანტი - სამხრეთ ლიბანზე დარტყმები გაგრძელდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის დარტყმები ლიბანზე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთიდან ევაკუირებული ხალხის დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.

„„ჰეზბოლამ“ დაიწყო ისრაელის თავდაცვის ძალების ზოგიერთი შესაძლებლობების შეგრძნება და ჩვენ ვხედავთ შედეგებს. ეს მოძრაობები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ სიტუაციას, როდესაც უსაფრთხოდ დავაბრუნებთ ჩრდილოეთის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში. ეს არის მიზანი, ეს არის მისია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევასრულოთ ის“, - აღნიშნა გალანტმა.

შეგახსენებთ, მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ჰეზბოლას“ ისეთი დარტყმები მიაყენა, რასაც ვერ წარმოიდგენდა.

მისი თქმით, ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ჩრდილოეთ ნაწილის დევნილი მოსახლეობა უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ სახლებში. „თუ „ჰეზბოლას“ ჯერ არ გაუგია შეტყობინება, გპირდებით, ის გაიგებს შეტყობინებას“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება