„ალ-ჯაზირა“ ისრაელის მიერ რამალაში მდებარე მისი ოფისის დახურვას გმობს და აცხადებს, რომ სამართლებრივ ზომებს მიმართავს

მედიასაშუალება „ალ-ჯაზირამ“ დაგმო ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროზე, რამალაში მდებარე მისი ოფისის დახურვა და განაცხადა, რომ სამართლებრივ ზომებს მიიღებს.

“ისრაელის მიერ თავისუფალი პრესის მუდმივი ჩახშობა მიზნად ისახავს მისი ქმედებების დამალვას ღაზას სექტორსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რაც საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სამართლს ეწინააღმდეგება. ისრაელის მიერ ჟურნალისტების პირდაპირ მიზანში ამოღება და მკვლელობა, დაპატიმრება, დაშინება და მუქარა ვერ დააბრკოლებს ალ-ჯაზირას ვალდებულებას, მოვლენები გააშუქოს გააშუმოვლენების გაშუქების ვალდებულებისგან“, - აღნიშნულია „ალ-ჯაზირას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, რამალაში „ალ-ჯაზირას“ ოფისის 45-დღიანი დახურვის ბრძანების გასცა. ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, მათ დახურეს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ოფისი რამალაში, რადგან ის ტერორის წაქეზებას ემსახურებოდა.

„დადგინდა, რომ ოფისები გამოიყენებოდა ტერორის წაქეზებისთვის, ტერორისტული ქმედებების მხარდასაჭერად და რომ არხის მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს როგორც რეგიონში, ასევე ისრაელის მთელ სახელმწიფოში “, - ნათქვამია ისრაელის არმიის

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება