გია ხარჩილავა - ძალიან მალე დადგება ჩვენი გამარჯვება!

საქართველო, სამეგრელო, ზუგდიდი, წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის! თავისუფლება, რომელიც ღირსებით ნაკვებია, - განაცხადა წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ.

გია ხარჩილავას განცხადებით, გამარჯვება ძალიან მალე დადგება.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩაწიხლა ყველაფერი, რაც სახელმწიფოს უკავშირდება, ყველა ტრიადა მოსპო. მოსპო ღირსება, თავისუფლება და სიცოცხლე, რაც ადამიანის უფლებებია. ღირსება კვებავს თავისუფლებას და როცა ის შეეხო ბოდიშის მოხდას, ის საქართველოს ერის ღირსებას შეეხო და საქართველო, სამეგრელო, ზუგდიდი, წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის! თავისუფლება, რომელიც ღირსებით ნაკვებია, კვებავს ჩვენს გულსა და გონებას და ამ ღირსებით ნაკვები თავისუფლების შეხება ვერ შეძლო მიხეილ სააკაშვილთან საკანშიც, ოთხ კედელში და მივესალმოთ მას. მესამე მთავარი უფლება სიცოცხლის უფლებაა და ქართულ ოცნებას ქართველობის საცხოვრისად არ მიაჩნია ჩვენი სამშობლო. ემიგრაციაშია ნახევარი საქართველო და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა.

ევროპა დგას ბერძნულ დემოკრატიაზე, რომაულ სამართალზე და გოლგოთის მისტერიაზე. სასამართლო მიტაცებულია, სამართალი საქართველოში არ არსებობს, დემოკრატია გაანადგურეს, საარჩევნო სისტემა მიტაცებულია და გოლგოთის მისტერია, ეკლესია, რელიგია, თავისი კრებსითი შეტევებით სამინისტროდ გადაქცევა დააპირა ივანიშვილმა ეკლესიის, თუმცა გადავრჩით, კიდევ დარჩენილან კეთილგონივრული საეკლესიო მოღვაწეები.

სამეგრელოს მაინც განსაკუთრებული როლი ჰქონდა ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ყველა პერიოდში და მე მინდა ქუჯის სახელით სამეგრელოს დამფუძნებელი მამის სახელით ყველა შეუგუებელ ქართველს, სახელმწიფოს საფუძველს მოუწყვეტელ ქართველს კიდევ ერთხელ ბრძოლისკენ და გამარჯვებისკენ მოვუწოდო. ძალიან მალე დადგება ჩვენი გამარჯვება!“- განაცხადა გია ხარჩილავამ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება