ანტონიო გუტერეში - ვშიშობ, არსებობს ლიბანის მეორე ღაზად გადაქცევის შესაძლებლობა

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა ესკალაციამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა CNN-ს განუცხადა, რომ შიშობს, არსებობს ლიბანის მეორე ღაზად გადაქცევის შესაძლებლობა.

მისი თქმით, ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქება ნიშნავს, რომ არსებობს უფრო ძლიერი ესკალაციის პოტენციალი, რომელიც, შეიძლება, მსოფლიოსთვის „დამანგრეველი ტრაგედია იყოს“.

ამასთან, გაერო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა ლიბანში, ჟანინ ჰენის-პლასშეერტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ რეგიონი გარდაუვალი კატასტროფის ზღვარზეა და რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა არცერთ მხარეს უსაფრთხოებას არ მოუტანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უფრო ფართო ომი არ დაიწყოს“.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირმაც.

“ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია ლიბანში სიტუაციის ესკალაციის გამო, ბეირუთში განხორციელებული თავდასხმების და ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მზარდი საზღვრისპირა ძალადობის შემდეგ. ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობა უზარმაზარ ფასს იხდის. საჭიროა ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტა“, - დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა X-ზე.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ისრაელს და „ჰეზბოლას“ მოუწოდა, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მიაღწიონ. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ხელს შეუწყობს კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას, რათა ისრაელელი და ლიბანელი სამოქალაქო პირები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ და მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ.

„ჰეზბოლა“ და ისრაელი ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ ცეცხლს ხშირად ხსნიან, მაგრამ ყოვლისმომცველი რეგიონული კონფლიქტის შიში ბოლო დროს განსაკუთრებით გაძლიერდა იმ ფონზე, როდესაც ბრძოლა ორივე მხარემ გაააქტიურა. ისრაელის დარტყმებმა ლიბანში ათობით ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის „ჰეზბოლას“ უმაღლესი სამხედრო მეთაურები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება