შრი-ლანკას საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა გაიმარჯვა

შრი-ლანკას საპრეზიდენტო არჩევნებში 55 წლის მემარცხენე კანდიდატმა, ანურა კუმარა დისანაიაკემ გაიმარჯვა.

შრი-ლანკას საარჩევნო კომისიის ცნობით, ოპოზიციური ალიანსის, „ნაციონალური სახალხო ძალაუფლების“ ლიდერმა ხმების დაახლოებით 42 პროცენტი მოიპოვა და ის უსწრებს როგორც ოპოზიციის სხვა კანდიდატს, საჯით პრემადასას, ასევე მოქმედ პრეზიდენტს რანილ ვიკრამასინგეს.

„იმედითა და მოლოდინით სავსე მილიონობით თვალი გვიბიძგებს წინ და მზად ვართ გადავწეროთ შრი-ლანკას ისტორია“, - წერს დისანაიაკე სოციალურ პლატფორმა X-ზე.

საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 76 პროცენტი შეადგინა. კომისიის შეფასებით, ეს იყო „ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები შრი-ლანკის ისტორიაში“. ამ განცხადების მიუხედავად, საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით დროებით კომენდანტის საათი დააწესა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება