ემანუელ მაკრონი - მოგვიწევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობებს გადავხედოთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი.

„მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადახედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ“, - ციტირებს მედია მაკრონს.

მისი მტკიცებით, ევროპა იარსებებს ახალი ფორმით და ახალი რეალობით, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას.

„ეს, უდავოდ, დღევანდელი დღის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენი დღევანდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა. არასრული, რადგან ის მეორე მსოფლიო ომის დასასრულს იქნა ჩაფიქრებული და, შესაბამისად, არ მოიცავს პრობლემებს, რომლებიც შემდგომ გაჩნდა და გახდა დომინანტი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება, განაცხადა, რომ ამ საკითხს გაერო-ს შეხვედრაზე დაუბრუნდება.

„ჩვენ გვჭირდება წესრიგი, სადაც გარკვეული ქვეყნები ვერ შეძლებენ სხვების დაბლოკვას და სადაც ქვეყნები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილი და, შესაბამისად, ეს უნდა გაკეთდეს ბევრად უფრო სამართლიან ორგანოებში, როგორიცაა გაერო, მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს