მედია - ისრაელის თავდაცვის ძალების ლიბანელებს მოუწოდებენ, „ჰეზბოლას“ შენობებს მოერიდონ

სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში მოსახლეობას ტექსტურ შეტყობინებებს იღებს, რომელიც მათ აფრთხილებს მოერიდონ იმ შენობებს, რომელსაც „ჰეზბოლა“ იარაღის შესანახად იყენებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„თუ იმყოფებით შენობაში, სადაც „ჰეზბოლას“ იარაღი ინახება, მოერიდეთ მას შემდგომ გაფრთხილებამდე“, - ნათქვამია შეტყობინებებში.

„ჰეზბოლა“ და ისრაელი ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ ცეცხლს ხშირად ხსნიან, მაგრამ ყოვლისმომცველი რეგიონული კონფლიქტის შიში ბოლო დროს განსაკუთრებით გაძლიერდა იმ ფონზე, როდესაც ბრძოლა ორივე მხარემ გაააქტიურა. “ჰეზბოლა” აცხადებს, რომ არ შეწყვეტს ცეცხლს, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს ომს ღაზაში და რომ ჩრდილოეთ ისრაელზე ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები გასულ კვირას ისრაელის მიერ ლიბანში განხორციელებული თავდასხმების პასუხია, როდესაც პეიჯერებისა და რაციების აფეთქებებს „ჰეზბოლას“ ათობით წევრი, მათ შორის ორი სამხედრო მეთაური ემსხვერპლა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმები ლიბანზე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩრდილოეთიდან ევაკუირებული მოქალაქეების დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის