საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნნენ

საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნნენ და ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლად დანიშნულ სტაჟიორებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, სტაჟირება არის შესაძლებლობა, საქართველოს პროკურატურა დაკომპლექტდეს ახალი, კვალიფიციური კადრებით.

„პროკურატურაში საქმიანობა სტაჟირების გზით მაქვს დაწყებული მეც, ჩემს მოადგილეებს, მენეჯერთა უდიდესი უმრავლესობა სწორედ ყოფილი სტაჟიორია, რაც ძალიან საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემთვის სტაჟირების პერიოდი იყო პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო ეტაპი. ეცადეთ, ეს პერიოდი გამოიყენოთ მაქსიმალურად.იყავით ინიციატივიანი, მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული, გამოხატეთ ინტერესი და ჩართულობა, აჩვენეთ საქმისადმი ერთგულება და მაღალი პასუხისმგებლობა. ეს არის შრომა, რომელიც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დასასრულს, სტაჟიორებმა პროკურატურის თანამშრომლის ფიცი დადეს. ასევე, მათ პროკურატურის თანამშრომლის სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

„ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს პროკურატურის მიერ საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი სულ 769-მა კანდიდატმა წარადგინა. 3-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 50 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა და მათ სტაჟიორის საქმიანობის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს.

სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები - კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს