ლევან ხაბეიშვილი - ჩვენმა პენსიონერებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ სიბერეში უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა ჰქონდეთ

ჩვენმა პენსიონერებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ სიბერეში უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა ჰქონდეთ - მათ ვპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე ექნებათ 1000-ლარიანი პენსია, უზრუნველყოფილი იქნებიან მედიკამენტებით და კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხი გაუნულდებათ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

პარტიის ცნობით, ლევან ხაბეიშვილი პენსიონერ ცოლ-ქმარს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და პენსიონერებისთვის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა გააცნო.

„ჩვენმა ბებია ბაბუებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ სიბერეში უზრუნველყოფილი ცხოვრება და კეთილდღეობა ჰქონდეთ. დღეს ჩვენ ჩვენს პენსიონერებს გავაცანით პროგრამა, რომელიც 1000-ლარიან პენსიას გულისხმობს. გამარჯვებისთანავე, ჩვენი პირველი საქმე იქნება, რომ სასწრაფოდ მოვახერხოთ ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიის გაზრდა.

ჩვენი მეორე დაპირება უკავშირდება მედიკამენტებს, რადგან ამ ოჯახში პენსიონერებს ფაქტობრივად, თვეში 500 ლარის მედიკამენტი სჭირდება და ამაზე თანხას არ უნდა ხარჯავდეს და ბანკიდან სესხი არ უნდა გამოჰქონდეს. ამიტომ ჩვენი შემდეგი შეთავაზებაა, რომ მედიკამენტით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩვენი პენსიონერები.

კაბალურ პირობებში აღებული სესხი ჩამოეჭრებათ ჩვენი გამარჯვებისთანავე ჩვენს პენსიონერებს და ამ ოჯახშიც ქალბატონს აქვს საპენსიო სესხი და ეუბნებიან, რომ 2030 წლამდე უნდა იხადოს და თურმე იმ მინიმალურ პენსიას, რომელსაც იღებს, იქიდან კიდე 100 ლარი ყოველთვიურად უნდა დაუკავდეს. ამიტომ ჩვენ ვპირდებით, რომ ამ კაბალურ პირობებში ივანიშვილის, „ლიბერთი ბანკის“ საბანკო ოლიგარქიით წართმეულ თანხებს ამ ადამიანებს უკან დავუბრუნებთ. საპენსიო სესხი გაუნულდებათ, აიღებენ 1000-ლარიან პენსიას, ექნებათ უზრუნველყოფილი მედიკამენტები და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ბებია ბაბუებზე, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს ეს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება