პაატა მანჯგალაძე - არჩევნებში დამარცხების შემდგომ ივანიშვილი თვითმფრინავით წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა კობახიძესა და სხვა თანაგუნდელებს

„ოცნება ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს როსტოვთან ან სოჭასთან სადმე ახლოს, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ისინი ქართველი ხალხისთვის მიცემულ ყველა პირობას შეასრულებენ.

„არჩევნების შემდეგ, გამარჯვებულ გუნდთან ერთად, შევასრულებთ იმ პირობებს, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს და ეს პირობებია: ყველა პენსიონერისთვის სესხის პროცენტის განულება, 14 მილიარდის საქართველოში შემოტანა, სამუშაო ადგილების შექმნა და ყველა ბავშვისთვის სკოლებში უფასო კვება. ჩვენ ამისთვის ვემზადებით, რომ ველაპარაკოთ უცხოურ კომპანიებს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ხოლო „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება თბილი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ პუტინმა თბილი კერა გამოუყოს როსტოვთან ან სოჭასთან სადმე ახლოს. “ოცნება” წავა ხელისუფლებიდან და “ოცნებისვე” სამწუხაროდ, ივანიშვილის თვითმფრინავში მისი გუნდის წევრების ადგილი არ იქნება, იგი წაიყვანს ზებრას, ჟირაფს, მაგრამ არა ირაკლი კობახიძესა და სხვა თანაგუნდელებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს