კახა კალაძე - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას - ეს არის შანტაჟი, უცხოეთის ჩარევაზე სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არის შანტაჟი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია.

“მაქსიმალურად მიმდინარეობს შანტაჟი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს - ეს არის შანტაჟი. როდესაც ვსაუბრობ უცხოეთის ჩარევაზე, სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს. არ უარყოფენ ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები, რომ რაც უფრო მოუახლოვდება არჩევნები, გამძაფრდება ამ ტიპის განცხადებები”, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება