Reuters - ირანის რევოლუციურმა გვარდიამ „ჰეზბოლაზე“ თავდასხმის შემდეგ საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აკრძალა

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ყველა წევრს უბრძანა, შეწყვიტონ ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი და რაცია ააფეთქეს, - ინფორმაციას Reuters-ს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებს, რათა შეამოწმოს ყველა მოწყობილობა და არა მხოლოდ საკომუნიკაციო აღჭურვილობა. მისი განმარტებით, ამ მოწყობილობების უმეტესობა ან თვითნაკეთია, ან ჩინეთიდან და რუსეთიდანაა იმპორტირებული.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, კოორდინირებული თავდასხმის შედეგად, „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი და რაცია აფეთქდა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა და 3000-ზე მეტი დაშავდა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ აცხადებენ, რომ თავდასხმების უკან ისრაელი დგას. ისრაელი აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილეობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება