BAG ინდექსი - ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა. კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 54%-მა სპეციალისტების, ხოლო 42%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა მთავარ პრობლემად დააფიქსირა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით, 27 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა.

„სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა - მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში.

საგულისხმოა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები წინა კვარტალთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, თუმცა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიების 75%-მა მარეგულირებელი გარემო მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის მესამე კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 49% საუბრობს, რაც 19 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა კვარტლის მონაცემებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო