„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი კლდეკარის, კიშინიოვისა და ცქიტიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე კლდეკარის, კიშინიოვისა და ცქიტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. დელეგატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა მშვიდობის შენარჩუნების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ გააგრძელებს განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს დელეგატმა იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი იქნება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება