თბილისის მერმა N2 ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილე კახა გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში მდებარე N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბავშვო ბაღი ახალ სააღმზრდელო წელს განახლებულ შენობაში შეხვდა.

„ძირითადი შენობა, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, განახლდა, ასევე აშენდა ახალი ფლიგელი, 290 ბავშვის მიღება შეუძლია აღნიშნულ ბაღს. დღესდღეობით მხოლოდ 150 ბავშვია რეგისტრირებული და ბაღს შეუძლია, დაიმატოს ბავშვები. მიხარია, რომ ყველანაირი პირობა არის შექმნილი პატარებისთვის. ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმისთვის, რომ დაცული იყოს საერთაშორისო სტანდარტები. ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე, ამ ბაღს აქვს ეზოს პრობლემა და სასეირნო სივრცე პატარებისთვის სახურავზეა მოწყობილი თავისი სათამაშოებით და ატრაქციონებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებული ბაღის შენობა, ასევე, დაათვალიერეს საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, N2 საბავშვო ბაღის შენობის ერთი ნაწილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა, შესაბამისად, მისი პირვანდელი სახის შენარჩუნება და ამასთანავე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს მოწყობა, პროექტის მთავარი ამოცანა იყო, რაც თბილისის მერიის განმარტებით, წარმატებით შესრულდა. პროექტის ფარგლებში, შენობის მეორე ნაწილის ნაცვლად აშენდა სრულიად ახალი კორპუსი, სადაც მოეწყო სააღმზრდელო ჯგუფები, სპორტული და ღონისძიებების დარბაზები და სამზარეულოს ბლოკი.

მათივე ცნობით, ბაგა-ბაღი ადაპტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამონტაჟებულია ელექტროპანდუსი და ლიფტები შშმ პირთათვის, გარდა ამისა, იგი სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს. საბავშვო ბაღი ათ ჯგუფიანია და 290-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება