მიხეილ სააკაშვილი - გვაბრუნებენ ეპოქაში, როცა ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ - თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!

ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ - თითქოს გვეხვეწებიან, მოდით 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს,

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრები ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან.

„ჩემს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჯერ კიდევ 1998 წელს ინიცირებული ჩინოვნიკების ქონების საჯარო დეკლარირების სისტემა, ახლა ივანიშვილის პარლამენტმა გააუქმა. ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ.

მოკლედ ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან. თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!,“ - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახადა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები შევსებიდან 60 დღეც კი არ გასაჯაროვდეს. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საჯარო მოხელეს დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და მონაცემების შესაცვლელად ერთთვიან ვადას აძლევენ. კანონი ბიუროს თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს, საჯარო მოხელეს შენიშვნების შესახებ 30-ე დღეს აცნობოს, თანამდებობის პირს კი ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვე აქვს. კანონში ამ ცვლილებების შეტანამდე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, მოსამართლეებისა და სხვა საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე ქვეყნდებოდა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია