აჩიკო ბერიძე - მჯერა, 26 ოქტომბერს, ბათუმი და ბათუმელები იტყვიან ღირსეულ სიტყვას

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, შინდისის სკვერსა და ლერმონტოვის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეაჯამა განხორციელებული პროექტები, რომლებმაც ბათუმი აქცია კიდევ უფრო მიმზიდველ, წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო ქალაქად.

„სწორედ იმისათვის, რომ განვითარება არ შეფერხდეს და საფრთხე არ დაემუქროს ამ წარმატებებს, მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდეს სტაბილურობის და მშვიდობის განცდა, რომლის გარანტი გახლავთ ჩვენი გუნდი.

მჯერა, 26 ოქტომბერს, ბათუმი და ბათუმელები იტყვიან ღირსეულ სიტყვას,“ - განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოში ბათუმის დელეგატი - რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი - ზაზა შავაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს