ნინო წილოსანი აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვაზე - არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა

„მეგობრობის აქტი“ თუ „ქართველი ხალხის აქტი“ კარგად არის დაბრენდილი იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი აუხვიონ და მოგვაჩვენონ, თითქოს და ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება, - ასე ეხმაურება აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.

წილოსანის განცხადებით, „არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა“.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, დღის წესრიგი სრულად უცხოეთიდან გაკეთებულ განცხადებებს მიაქვს და ოპოზიციის მთელი საარჩევნო კამპანია უცხოეთში გაკეთებულ განცხადებებზეა აგებული.

„ეს არის ქართულ პოლიტიკაში უხეში ჩარევა, რაც კარგად აჩვენებს ამომრჩეველს თუ რა არჩევანი უნდა გააკეთონ და ვის არ უნდა დაუჭირონ მხარი არჩევნებში - ვგულისხმობ აგენტურას, რომელიც გარედან წამოსული განცხადებების ფონზე ქვეყნის შიგნით ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, "ქართველი ხალხის აქტს" განიხილავს.

"ქართველი ხალხის აქტი" სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება