საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დუბაიში, ტურისტულ გამოფენაში EPEX 2024 მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოფენაზე საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქმიანი შეხვედრები გამართა წამყვან კომპანიებთან, დამკვეთებთან და მსხვილი ღონისძიებების ორგანიზატორებთან.

„B2B ფორმატის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

EPEX 2024-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი საგამოფენო ორგანიზაცია და 200-ზე მეტი ღონისძიების დამგეგმავი კომპანია იყო წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა