ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურში ორი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ ნასაგურს ესტუმრა და ორი სპორტული მოედნის მშენებლობა დაათვალიერა.

დელეგატი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო სოფელში სპორტული მოედნების და მათ გარშემო რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროცესს, რაც ნასაგურის მოსახლეობის დიდი ხნის სურვილი იყო.

დელეგატმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მსგავსი არაერთი პროექტი განხორციელდება სამგორში, თუმცა ამას სჭირდება ქვეყანაში მშვიდობა.

„ჩვენ ვხედავთ განუზომელ ზეწოლას როგორც შიდა ასევე გარე ძალების მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის, სუვერენიტეტის დაკარგვის და ტრადიციების შელახვის მიზნით. ჩვენი სამშობლო მართლა განსაცდელშია, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, და დიდი უპირატესობით მოვიგოთ ეს არჩევნები! მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ მშვიდობით, ღირსებით და ერთიანობით შევალთ ევროპაში,“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ინფორმაციისთვის, სოფელ ნასაგურში მიმდინარეობს ორი სპორტული მოედნის მშენებლობა. ერთი იქნება ფეხბურთის, ხოლო მეორე - კალათბურთის მოედანი, რომელთა გარშემო 3 ჰექტრამდე სივრცეში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რის დასრულების შემდეგაც სოფელს ორი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სპორტული მოედანი და კეთილმოწყობილი პარკი ექნება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის