ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი დრო არ გვაქვს, მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება ომში

ბევრი დრო არ გვაქვს. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება ამ ომში - რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თქვენგანის წინააღმდეგ, რადგან ეს არის რუსეთის ომი თავად თავისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის მიღწევების აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს წარუდგენს.

„უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. არ უნდა დავკარგოთ მომდევნო რამდენიმე თვე ომში, რათა არ დავკარგოთ შემდეგი ათწლეულები. უკრაინას აქვს გამარჯვების გეგმა და მე წარვუდგენ ამ გეგმას ამერიკას - პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს - კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს - და ყველა ჩვენს გლობალურ მოკავშირეს. მჯერა, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიღწევა - გამარჯვება თავისუფლებისთვის, თავისუფლების ხარჯზე კომპრომისების გარეშე. ახლა ჩვენ ყველას გვაქვს ძალა, ჩამოვაყალიბოთ მსოფლიო, რომელშიც ჩვენი შვილები და მათი შვილები იცხოვრებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის მიღწევების აკადემიის ყოველწლიური ჯილდო - The Golden Plate Award-ი მიიღო. ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი