ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციან დელეგაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ დელეგაციის მხრიდან კითხვები იყო, რომელიც უშუალოდ გაზაფხულს და იმ საპროტესტო აქციებს შეეხებოდა, რომელიც ქვეყანაში მოხდა.

„საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა. მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ძალადობის ფაქტებზე, სამოქალაქო სექტორის მდგომარეობაზე და ჩვენს როლზე, რამდენად ვართ მზად არჩევნების დაკვირვებისთვის. ასევე, მედიაში მიმდინარე პროცესებზე. კითხვები იყო, რომელიც უშუალოდ გაზაფხულს და იმ საპროტესტო აქციებს შეეხებოდა, რომელიც ქვეყანაში მოხდა. კონკრეტულად რა ეტაპზეა გამოძიებები, რომელიც დაიწყო თუნდაც სამოქალაქო აქტივისტების მიმართ. კითხვები აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხებოდა, რომელიც მთლიანობაში წინასაარჩევნო გარემო შეეხებოდა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დელეგაცია პრეზიდენტს უკვე შეხვდა.

ცნობისთვის, საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია ეწვია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით ჩამოვა.

თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს.

დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი