დავით შერაზადიშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსთან, გაგა ცალუღელაშვილთან იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ჯუნჯი ვაკუისთან და ოფისის წარმომადგენელთან, კონსტანტინე წერეთელთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით შერაზადიშვილმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოტენციალი გააცნო. ასევე, ისაუბრა განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მერიის ცნობითვე, მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების მიმდინარე პროექტზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა