აჭარის მთავრობა - პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და გამაგრების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, 1300 ოჯახი, წელსვე, ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს. ამასთან, გამაგრება-რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 11 მისამართზე, დასრულების ეტაპზეა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ხიმშიაშვილის, მაიაკოვსკის, 26 მაისის ქუჩებსა და ე.წ. შანხაის დასახლებაში.

„ე.წ. შანხაის დასახლებაში ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ბინით დაკმაყოფილდება 129 ოჯახი. კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა სპორტული მოედანი და საპარკინგე სივრცე.

პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ითვალისწინებს 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. პროგრამის ფარგლებში, ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა.

პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რესან კონცელიძე, ტიტე აროშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გაეცნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი