პრემიერი  აშშ-ში ვიზიტზე - მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

დღეს დავიწყეთ ჩვენი ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც გვექნება გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც.

„დღეს გვქონდა უკვე „მომავლის სამიტის" ფარგლებში გამოსვლა და ასევე, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ეს ფორმა იქნება მაქსიმალურად ამ ყველაფრისთვის გამოყენებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება