„ტელეგრამის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ სახელმწიფო ორგანოებს არალეგალურ საქმიანობაში ჩართული პირების IP მისამართებს და ტელეფონის ნომრებს გადასცემს

„ტელეგრამი“ სხვადასხვა სახელმწიფოების ორგანოებს არალეგალურ საქმიანობაში ჩართული პირების IP მისამართებს და ტელეფონის ნომრებს გადასცემს, - ამის შესახებ პლატფორმის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა განაცხადა.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის იმ პირების IP მისამართებისა და ტელეფონის ნომრების გადაცემა შეიძლება მოხდეს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკას არღვევენ“, - განაცხადა დუროვმა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც პლატფორმის პირობებს არღვევენ და არალეგალურ საქონელს ყიდიან, „ტელეგრამის“ ძიების ფუნქციას ბოროტად იყენებენ.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცავი ორგანოები მას ნარკოტრეფიკში, პედოფილიასა და თაღლითობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ, პლატფორმის ადმინისტრაციის საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო. დუროვი 28 აგვისტოს გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება