ნიკა გვარამია - ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, ძალიან ცოტა თაობას თუ ჰქონია პრივილეგია, გადაერჩინა სამშობლო, ეს პასუხისმგებლობაა - არასდროს გვაპატიებენ ქვეყნის რუსეთისთვის გადაცემას

კოალიციის შეკვრა იყო ჩემი პოლიტიკის მთავარი ამოცანა. მე აღმოვჩნდი ხალხთან, ვისი იმედიც მაქვს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კოალიციას პირველი საჯარო მოხელე, ნანა მალაშხია შემოუერთდა.

“სიღარიბე ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს, ჩვენი სამშობლო და ხალხი ამას არ იმსახურებს. სიღარიბეს დავძლევთ განათლებით, განათლების გარეშე წინსვლა შეუძლებელია.

ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს გვჭირდება და ჩვენ ამას მივიღებთ. ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, ძალიან ცოტა თაობას თუ ჰქონია პრივილეგია გადაერჩინა სამშობლო. ეს პასუხისმგებლობაა. ჩვენ არასდროს გვაპატიებენ ქვეყნის რუსეთისთვის გადაცემას.

გაუმარჯოს სამშობლოს, ივანიშვილი წავა, ახალი ხალხი მოვა და ამ ქვეყანას წავიყვანთ წინ, ევროპისკენ. მივდივართ არჩევნებზე, ვიცავთ ხმებს და 27 ოქტომბრიდან ვცხოვრობთ რუსეთისგან და ივანიშვილისგან თავისუფალ საქართველოში“, - განაცხადა გვარამიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება