ხათუნა სამნიძე - ეს არჩევნები სამშობლოს სიცოცხლისთვის ბრძოლის წელია

2024 წელი ჩემი სიცოცხლისთვის ბრძოლის წელია, ეს არჩევნები კი ჩვენი სამშობლოს სიცოცხლისთვის ბრძოლის წელი - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის არის ძლიერი, რადგან არის "ასეთ ქალებთან ერთად და სოლიდარობით, მხარდაჭერით, ცოდნით შეიძლება დადგეს ქვეყანაში ევროპა, დღეს".

“ყველას გვახსოვს ქალების გაშავების კამპანია ხელისუფლების მხრიდან - სახე დაკარგესო. კი, სახესაც დავკარგავთ, რათა არ წავართმევინოთ ჩვენი ევროპული მომავალი.

ჩვენი კოალიციაა განსხვავებული, მებრძოლი, მრავალფეროვანი საქართველოსთვის. იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ბედნიერება და სიკეთე.

თქვენ მოგაქვთ ცვლილებები, თქვენია მომავალი. ჩვენ თქვენთან ერთად მოვიტანთ ამ ქვეყანაში ცვლილებებს”, - განაცხადა სამნიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება