ნიკა მელია - საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და არა ჩანაცვლებას

რატომ “კოალიცია ცვლილებისთვის”?! მიმაჩნია, რომ აქ ჩვენ ვცდილობთ სხვანაირად ვიფიქროთ, ვცდილობთ ერთმანეთი არ ვაქოთ, ვცდილობთ მომავალზე ვორიენტირდეთ, აქ არავინ არაა ბიზნეს ინტერესებით, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია „ერთპარტიული მანკიერი მმართველობა“ დასრულდეს, რომელიც ყოველი ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო უარესი ხდებოდა.

მისივე თქმით, „ერთპიროვნული მმართველობა უნდა შეიცვალოს“ და არა ჩანაცვლდეს, ხოლო ამ ცვლილებისთვის კოალიციური მმართველობაა საჭირო.

“ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მორალური უპირატესობით, შეცდომების აღიარებით.

საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და არა ჩანაცვლებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება პოსტსაბჭოთა სივრციდან ეს სახელმწიფო არ გამოვიყვანოთ. ხორცის შესხმა გამოვა თუ ვიქნებით მართლები, თუ შევთავაზებთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას და მოვისურვებთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ნამდვილად დემოკრატიული წყობის. ძალა არის მრავალფეროვნებაში, სიმართლეში. დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად შესრულდება მიზანი და ქვეყანა გახდება წარმატებული ევროპული სახელმწიფო.

დადგა დრო, რომ 26 ოქტომბერს, ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვიყოთ მართლები. თბილისი არავის პატიობს შეცდომებს, არც წინა ხელისუფლებას და არც ამ ხელისუფლებას. თბილისმა ყოველთვის მიაღწია ცვლილებებს, თბილისი გრძნობს რომ ახლაც საჭიროა ცვლილებები”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება