ზურაბ ჯაფარიძე - ასეთი ცხადი არასდროს ყოფილა, სად არის ბოროტება

ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ასეთი ცხადი არასდროს ყოფილა, სად არის ბოროტება და სად არის უღირსობა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კოალიცია აუცილებლად იტყვის ევროპის გზაზე მნიშვნელოვან სიტყვას.

“ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ასეთი ცხადი არასდროს არ ყოფილა, სად არის ბოროტება და სად არის უღირსობა.

ბევრჯერ იყო კრიტიკული მომენტი, როცა ველოდით პოზიციის დაფიქსირებას ცნობილი ადამიანებისგან და პატარა ბავშვივით გვიხაროდა, როცა ვინმე პოზიციას დააფიქსირებდა. სამწუხაროდ, ასეთი რეალობაა დღეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ, ეს კოალიცია აუცილებლად იტყვის ევროპის გზაზე მნიშვნელოვან სიტყვას”, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება