პრემიერ-მინისტრი პოეტ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გივი შაჰნაზარს მრავალი ათწლეულის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ლიტერატურის განვითარებაში​.

„ვწუხვარ გამოჩენილი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ბატონ გივის უმნიშვნელოვანესი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ლიტერატურის განვითარებაში, ჩვენს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მისი როლი ქართველ და სომეხ ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. თანავუგრძნობ გივი შაჰნაზარის ოჯახს, ჩვენს საზოგადოებას“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება