არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა

არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ნიკოლას მადუროს დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის არგენტინის ფედერალურმა სასამართლომ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროსა და შინაგან საქმეთა მინისტრის დიოსდადო კაბელიოს დაუყოვნებლივ დაკავების ორდერები გასცა.

„ნიკოლას მადუროსა და დიოსდადო კაბელიოს დაკავების ორდერების ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს და არგენტინაში ექსტრადიციის მიზნით მათი საერთაშორისო დაკავების ბრძანების გაცემა ინტერპოლის მეშვეობით უნდა მოხდეს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ არგენტინის პრეზიდენტის ხავიერ მილეის დაკავების ორდერი გასცა იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ბუენოს-აირესში ვენესუელის სატვირთო თვითმფრინავის კონფისკაცია და მისი აშშ-ისთვის გადაცემა მოახდინეს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი ვენესუელის სახელმწიფო კომპანიამ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიიდან შეისყიდა.

ხავიერ მილეისთან ერთად კარაკასის სასამართლომ არგენტინის უშიშროების მინისტრის, პატრისია ბულრიხისა და პრეზიდენტის დის, კარინა მილეის დაკავების ორდერები გასცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი