გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ტყეების პათოლოგიური მდგომარეობისა და ტყის მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული რეაგირების მეთოდები განიხილეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად დასაგეგმად და განსახორციელებლად.

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ტერიტორიაზე გავრცელებული მავნებელ-დაავადებების მართვის, ასევე, დაცულ ტერიტორიებსა და აჭარის ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობების პათოლოგიური მდგომარეობებიც. საუბარი შეეხო წაბლის და მუხის ახალი მავნებლების (წაბლის მეგალე და მუხის ბაღლინჯო) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალების შემუშავების მნიშვნელობის საკითხს.

შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლები, ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, მკვლევრები, მეცნიერები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება