თიბისის მობაილბანკი ბაზარზე საუკეთესოა

ავტორიტეტული გამოცემების EUROMONEY -ის და Global Business and Finance Magazine -ის მიხედვით თიბისი საქართველოში საუკეთესო მობაილბანკს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კატეგორიაში “საუკეთესო ციფრული ბანკი საქართველოში“, 2024 წელს EUROMONEY - მა და Global business and finance magazine - მა გამარჯვებულად თიბისის მობაილბანკი დაასახელეს.

თიბისიმ გაიმარჯვა Global Business and Finance Magazine -ის კიდევ ორ კატეგორიაში, ესენია:

1. ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საქართველოში

2. საუკეთესო ციფრული ბანკის ბრენდი საქართველოში

თიბისის გუნდი მუდმივად სთავაზობს ინოვაციებსა და სიახლეებს თავის მომხმარებელს. წელს მობაილბანკში დანერგილი სიახლეებიდან რამდენიმეს გამოვყოფთ:

* ერთგული ქულების გადაცვლა ლარებში

ახლა უკვე შეგიძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან გადაცვალოთ ერთგული ქულები ლარებში და სურვილისამებრ დახარჯოთ.

* განაწილების განახლებული ვადა

აქამდე თუ მხოლოდ 6 თვეზე შეგეძლოთ თანხის განაწილება - ახლა უკვე 6-დან 36 თვემდეც კი შეიძლება თანხის განაწილება.

* სიახლე საინვესტიციო პლატფორმაზე

უკვე შესაძლებელია ფავორიტი აქციების სია გააკეთოთ და მარტივად ადევნოთ თვალი რჩეულ კომპანიებს;

ასევე, მობაილბანკიდან შეგიძლიათ წაიკითხოთ ანალიტიკოსების შეფასება პოპულარულ აქციებზე.

* თიბისის ნაკრების გამოწერა

თუ გსურთ, ნაკრების ფარგლებში კიდევ ერთი ბარათის დამატება - ახლა პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლიათ დაამატოთ ბარათი და ფილიალში მისვლაც არ მოგიწევთ.

* ავტო კომფორტი

ავტო კომფორტის ფუნქციონალის ფარგლებში, შეგიძლიათ მანქანის დამატება და ჯარიმის გადახდა ქვითრის ნომრის გარეშე. მობაილბანკი გადახდის თარიღის მოახლოებასაც შეგატყობინებთ, თავიდან აგაცილებთ საურავის გადახდას დაგვიანებულ ჯარიმებზე.

მომენტალური გადარიცხვები

თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ანგარიშზე მომენტალურად შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა და ეს პროცესი მომხმარებელთან უკუკავშირის საფუძველზე კიდევ უფრო გავამარტივეთ.

თიბისის გუნდი განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას, მათთან უკუკავშირის საფუძველზე კი ციფრულ ბანკში მუდმივად ინერგება სიახლეები.

განაახლეთ აპლიკაცია AppStore/PlayStore-დან და გამოიყენეთ ყველა ეს ახალი ფუნქციონალი.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის