ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით მონიტორინგი 100%-ზე ხორციელდება - ყველა შემომწირველის შემოსავლები მოწმდება და ჯამდება

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით მონიტორინგი 100%-ზე ხორციელდება - ყველა შემომწირველის შემოსავლები მოწმდება და ჯამდება, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან პოლიტიკური პარტიების შემოწირულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკურ პარტიებს დეკლარაციაში აქვთ მითითებული, როგორც შემოსავლები, ისე გასავლები, ამავდროულად, ის აქტივობები, რომელიც შესაძლოა, რომ ანგარიშში მოცემული არ იყოს, მოწმდება.

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით მონიტორინგი 100%-ზე ხორციელდება. ყველა შემომწირველის შემოსავლები მოწმდება და ჯამდება. ასევე [მოწმდება], აქტივობების, მათ შორის კონცერტების წარმომავლობა და ამის ანგარიშს ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ.

მიმდინარე საარჩევნო პროცესში ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკურ პარტიებს 8-თვიანი ანგარიშები წარმოედგინათ. ეს თარიღი გახლდათ 31 აგვისტოს ჩათვლით. 31 აგვისტოს ჩათვლით ზოგმა პოლიტიკურმა პარტიამ ისევ აწარმოებინა ეს ანგარიშები და მათი უმრავლესობის ანგარიშები ანტიკორუფციულ ბიუროში წარმოდგენილია. ყველა ამ ანგარიშთან დაკავშირებით, რაც დეკლარაციაში აქვთ მითითებული, როგორც შემოსავლები, ისე გასავლები, ამავდროულად, მოწმდება ის აქტივობები, რომელიც შესაძლოა, რომ ანგარიშში მოცემული არ იყოს“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

როგორც კუპრაშვილმა განმარტა, ანტიკორუფციული ბიუროს სტანდარტია, რომ მონიტორინგის შედეგებს მოქალაქეები არჩევნებამდე გაეცნონ.

„ჩვენი სტანდარტია, რომ მონიტორინგის შედეგებს მოქალაქეები არჩევნებამდე გაეცნონ. შესაბამისად, მომდინარე პროცესში ამ ანგარიშებზე მონიტორინგი დასრულებული იქნება“, - განაცხადა კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო პარტიებმა, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 9 571 423 ლარის შემოწირულება მიიღო.

კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება - 8 მილიონ ლარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 8 246 460 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ქართულ ოცნებას“ 60-60 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის