ისრაელის თავდაცვის ძალები - დღეს დილით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 65-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

დღეს დილით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 65-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლას“ მიერ ჰაიფას მიმართულებით გაშვებული 10 რაკეტიდან რამდენიმე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ასევე, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად კირიათ-შმონაში შენობები დაზიანდა და ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. „ჰეზბოლამ“ კირიათ-შმონას მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტი მნიშვნელოვნად დაიძაბა. ისრაელი, გუშინ დილიდან, ლიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს