„არმიჰოლში“ პროფესიული პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროების ოჯახის წევრებს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოსა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები შეხვდნენ.

„საუბარი შეეხო პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობას აძლევს სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ ახალ პროფესიებს, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და დასაქმდნენ პროფესიული კუთხით.

თავდაცვის სამინისტრო პროფესიული განათლების კუთხით აქტიურად უჭერს მხარს სამხედრო მოსამსახურეებს, როგორც აქტიური სამხედრო სამსახურის, ასევე სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ. თავდაცვის სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მოქმედ ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯში და შესაბამისი პროფესიით განაგრძონ სამსახური თავდაცვის უწყებაში. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ კი, მათ უწყება მხარს უჭერს და, „სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის“ პროექტის ფარგლებში, აქტიურად ამზადებს სამოქალაქო პროფესიული ცხოვრებისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი