რუსთავის მერია - რუსთავს კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება, მოეწყო ახალი ტროტუარები, საპარკინგე ადგილები, ახალი სანიაღვრე ქსელი, გარე განათება და სარწყავი სისტემა.

ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გაეცნო.

„ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ახალი მწვანე არეალები მოგვეწყო. აღნიშნულ ქუჩას დაემატა ახალი განათების და სარწყავი სისტემები, ასევე გაფართოვდა საავტომობილო გზის ნაწილი, რაც მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა აქ მაცხოვრებლებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენს ქალაქს შეემატება კიდევ ერთი ევროპული, თანამედროვე ქუჩა”, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ველობილიკების, მწვანე სივრცეებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი გაჩერებების მოწყობა.

„რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტიც. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ რუსთავში არა მხოლოდ არსებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, არამედ ჩვენს ქალაქს პარალელურად ემატება ახალი გზები, რომლებიც რამდენიმე ქუჩას და მიკრორაიონს აკავშირებს ერთმანეთთან”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.

მიმდინარე წელს, რუსთავში, სხვადასხვა საგზაო სამუშაო 39 ლოკაციაზე ჩატარდა. რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის საერთო ფართობი თითქმის 100 000 კვ.მ -ია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ამჟამად კიდევ რვა სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება