სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი მეორედ გააფორმა

სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი მეორედ გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების მიხედვით, მოპასუხემ განმცხადებლისთვის ფულადი კომპენსაციის სახით 2 თვის სახელფასო სარგოს გადახდის ვალდებულება აიღო.

„2024 წლის 30 აგვისტოს მხარეთა მორიგებით დასრულდა სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმე - სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. შეთანხმების მიხედვით, მოპასუხემ განმცხადებლისთვის ფულადი კომპენსაციის სახით 2 თვის სახელფასო სარგოს გადახდის ვალდებულება აიღო. სახალხო დამცველი მოხარულია, რომ მხარეებმა შეძლეს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება და მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების მნიშვნელობას, როგორც დავის გადაწყვეტის სწრაფ, ეფექტურ და დავის ორივე მხარისთვის მისაღებ მეთოდს. სახალხო დამცველი ეცდება, სამომავლო საქმიანობაში, სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, სახალხო დამცველმა მხარეთა შორის დავა მორიგებით მეორედ დაასრულა“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია